top of page

წესები და პირობები

შპს „“საბცენტრალ სტუდია“-  და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობის ფარგლებში  გამართული შემეცნებითი და გასართობი თმაშის წესები და პირობები

 

 

თამაშის მონაწილედ რეგისტრაციამდე, მსურველი უნდა გაეცნოს  თამაშის წესებს და პირობებს და თანხმობის შემთხვევაში დააჭიროს ღილაკს - ვეთანხმები

თამაშის მსურველის მიერ თანხმობის გაცხადება და ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გულისხმობს, რომ მოხმარებელი გაეცნო თამაშის წესებს და პირობებს და ის თანხმობას აცხადებს  თამაშში მონაწილეობა  მიიღოს შპს „საბცენტრალ სტუდია“-სა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ  წარმოდგენილი თამაშის წესებისა და  პირობების შესაბამისად.

 

წესები და პირობები :

 

ასაკობრივი შეზღუდვა

ვებ-გვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს.არასრულწლოვანს 13 + წლის ასაკიდან თამაშში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ თანმხლებ სრულწლოვან პირთან ერთად. 13 + არასრუწლოვანის ვებ-გვერდზე თამაშში მონაწილეობის მსურველად რეგისტრაცია და თამაშში მონაწილეობის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ .

იმ შემთხვევაში, თუ თამაშში 13+ არასრულწლოვანი დამოუკიდებლად, სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე მიიღებს მონაწილეობას, კომპანია არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რაც თამაშის პროცესში შეიძლება მიადგეს დამოუკიდებლად მონაწილე არასრულწლოვან მონაწილეს.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

 

ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, წინამდებარე წესებზე და პირობებზე თანხმობით, თქვენ აცხადებთ, რომ გაეცანით და ადასტურებთ რომ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების პოლიტიკას.

 

ინფორმაცია რომელსაცრეგისტრაციის მსურველი გვაწვდის რეგისტრაციის ეტაპზე

  • სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,  მობილურის ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი;

  • მომხმარებლის ანგარიშზე წვდომის დეტალები (მომხმარებლის სახელი და პაროლი);

                      ჩვენს მიერ მოთხოვნილი პერსონალური ინფორმაცია აუცილებელია თამაშის   მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის. ჩვენს მიერ მოთხოვნილია მხოლოდ იმ აუცილებელი პერსონალური მონაცემების მოწოდება, რაც აუცილებელია თამაშში მონაწილეობისთვის, თქვენი ინდივიდუალური კაბინეტის შექმნისთვის, თამაშის შედეგების დათვლისა და გამარჯვებულების გამოვლენისთვის.

კომპანია მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას აგროვებს მათი რეგისტრაციის, ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის პროცესების დროს, ტრანზაციების განხორციელების დროს.  ასეთ დროს მომხმარებელს თავად შეყავს მისი პერსონალური ინფორმაცია, ფინანსური ტრანზაქციის დროს ინფორმაციის გადამოწმება ხდებასაბანკო დაწესებულებებთან.

მონაცემების დამუშავების მიზანი და შენახვის ვადა;

კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მომხმარებლისთვის/თამაშში მონაწილეობის მსურველისთვის მომსახურების გაწევა, ინფორმაცია საჭიროა თამაშში მონაწილეობისთვის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და ანგარიშის გახსნის მიზნით.

დამატებით, პერსონალური ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს შემდგი ზოგადი მიზნებისთვის: 

  • მომხმარებელთან/თამაშში მონაწილესთან  კომუნიკაციისთვის;

  • თქვენს კითხვებსა და კომენტარებზე პასუხის გასაცემად;

  • ვებგვერდის სერვისის ხარისხის მონიტორინგისთვის;

  • დავების გადაჭრის ან სხვა სისტემური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით;

  • კანონმდებლობის თანახმად თაღლითობის, ანგარიშის არამიზნობრივად გამოყენების, ნებისმიერი უკანონო ან აკრძალული მოქმედებების თავიდან აცილებისმიზნით; სერვისების და პროდუქტების გაუმჯობრესებისთვის;

  • მომხმარებელების ქცევის შესასწავლად, სტატისტიკური ანალიზისთვის;

  • კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მონაცემების შენახვის ვადაა მომხმარებლის მიერ  სათამაშო პროფილის გაუქმებიდან 3  (სამი) წელი .

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება;

                 შპს “საბცენტრალ სტუდია” და საქართველოს რაგბის კავშირი პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს თამაშის მსურველის თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენებისთვის.

თანხმობად ჩაითვლება რეგისტრაციისას ან საიტზე შესვლისას, ელექტრონული ფორმით გამოხატული ქმედება/ შესაბამისი უჯრის მონიშვნა/ ან ღილაკზე ხელის დაჭერა. მოთამაშე უფლებამოსილია რეგისტრაციისას არ დაეთანხმოს პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებას.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნისთვის ჩვენ ვამუშავებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა.

პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავებას იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია თამაშთან დაკავშირებით არსებული სიახლეების,  შემოთავაზებების, ახალი ფუნქციონალის და ნებისმიერი სხვა სიახლის შესახებ, რაც მიზნად ისახავს თქვენზე მორგებული და საუკეთესო მომსახურების მოწოდებას.

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა შემდეგი ფორმით:  ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი განცხადებით ან/და მის ავტორიზებულ გვერდზე შესაბამისი უჯრის მონიშვნით. 

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი მონაცემების დამუშავებაზე წინამდებარე პირობების შესაბამისად უარის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5  სამუშაო დღისა, ჩვენ ვწვეტთ მონაცემთა დამუშავებას, რის შესახებაც აპლიკაციის მეშვეობით ეცნობება მომხმარებელს. 

ჩვენ აღვრიცხავთ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემის და მასზე უარის თქმის დროსა და ფაქტს. აღნიშნულ მონაცემებს ვინახავთ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და მისი შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა

ჩვენ არ გადავცემთ  მესამე პირებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • თქვენი თანხმობით;

  • მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

  • სახელმწიფო ორგანოებისთვის ან/და სამართალდამცავი ან/და აღამსრულებელი ორგანოებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა, თუ აღნიშნული მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობებით ან/და პირთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით;

  • მოქმედ კანონმდებლობებთან, მათ დებულებებთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით, მათ შორის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნისა ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ არსებული მოთხოვნის საფუძველზე;

  • თაღლითობის, ფულის გათეთრების, მექრთამეობის ან/და სხვა, მათ შორის, უსართხოების ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, მათი თავიდან აცილების ან სხვაგვარად მოგვარების მიზნით;

  • სხვა ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც აუცილებელია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება და გადაცემა მესამე პირთათვის, მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით.

Call 

123-456-7890 

Follow

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page